მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

ყოფილი დეპუტატი

ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. 

კობა დავითაშვილს ბეხტერევის დაავადება ჰქონდა.

ბოლო დღეებში ის საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

კობა დავითაშვილი პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი იყო.

1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და 2004-2006 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“.

2007 წლის ივლისში დააარსა „ხალხის პარტია“ და გახდა მისი თავმჯდომარე. საარჩევნო ბლოკ „ეროვნული საბჭოს“ სიით გახდა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (07-06-2008 - 20-06-2008), მაგრამ დეპუტატის მანდატზე თავის თანამოაზრეებთან ერთად უარი განაცხადა.

ამავე ბლოკის სიით 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. იყო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის წევრი.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“ (2012-2016).

2013 წელს კობა დავითაშვილმა საქართველოს მთავრობასთან უთანხმოების გამო მალე დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და კენჭი იყარა საპრეზიდენტო არჩევნებში.