საზოგადოება

კობახიძე „ენმ“-ს - თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კრიზის დროს დახმარება 0 ლარი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრ მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ
18:17 29.05
დაკოპირებულია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლების მიერ კრიზისულ პერიოდში საზოგადოების მიმართ გაწეულ დახმარებასა და მოქმედი ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებზე ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაშ მოსვლიდან 6 წელში სიღარიბს მაჩვენებელი 10%-ით შეამცირა.

„სტატისტიკაზე იყო საუბარი და მინდა კიდევ ერთხელ ამ თემას შევეხო. მათ შორის სიღარიბეზე იყო საუბარი და მარტივი სტატისტიკური მონაცემები მინდა მოვიყვანო. 2004 წელს, როდესაც ეს ძალა, დღევანდელი ოპოზიციური ძალა მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბე საქართველოში 34% იყო, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. 2012 წელს, როდესაც მათ დატოვეს ხელისუფლება, მათ დატოვეს 30%-იანი მაჩვენებელი ანუ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ 4%-ით შემცირდა ეს მაჩვენებელი და ეს მაშინ, როდესაც 2003-2004 წლიდან დაიწყო ეკონომიკური ბუმი რეგიონში, 2004-2012 წლები ხასიათდებოდა სწორედ ეკონომიკური ბუმით მთლიანად რეგიონში, რამაც ბუნებრივია დადებითი გავლენა ჰპოვა საქართველოზეც. რეგიონში ასეთი ეკონომიკური ბუმის პირობებშიც კი მხოლოდ 4% შემცირდა სიღარიბე 8 წლის განმავლობაში. იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, სიღარიბე 10%-ით შემცირდა და 20%-მდე ჩამოვიდა და მაშინ როდესაც რეგიონში მძიმე ეკონომიკური დინამიკა იყო. ჩვენ 6 წლის თავზე მოვახერხეთ და 10 %-ით შევამცირეთ სიღარიბის მაჩვენებელი ეს არის ის მარტივი სტატისტიკა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე და აქ ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება ადამიანზე ზრუნვის თემას - ჩვენ პრინციპულად სწორედ ეს განგვასხვავებს წინა ხელისუფლებისგან, რომ ადამიანზე ზრუნვა არის ჩვენთვის მთავარი ღირებულება და მათ შორის, ეს გამოისახება იმ ეკონომიკურ და სოციალურ პაკეტში, რომელიც ხელისუფლებმა საზოგადოებას შესთავაზა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან სამთავრობო გუნდის წევრმა პოლიტიკურ ოპონენტებს მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი შეახსენა და ხაზგასმით უთხრა რომ 2008 წლის კრიზის დროს იმჟამინდელ ხელისუფლებას ადამიანების მიმართ ფულადი დახმარება არ გაუწევია.

„შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ციფრებს: დახმარება, რომელიც გაიცემა უმუშევრად ან უხელფასოდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის, ჯამური მოცულობა ამ პაკეტის არის 535 მილიონი. ნახევარ მილიარდზე მეტი დაიხარჯება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალური დახმარება გაეწიოთ. იგივე მაჩვენებელი 2008 წელს, როდესაც მსგავსი ეკონომიკური კრიზისი იყო ომის და გლობალური რეცესიის ფონზე, მაშინ ეს დახმარება იყო, არც მეტი არც ნაკლები - 0 ლარი. 0 ლარი იყო თქვენი სულისკვეთება და ადამიანების მიმართ თქვენი დამოკიდებულება. მოწყვლადი ფენებისათვის დახმარება, რაც 73 მილიონია ამ პაკეტში, მაშინ იყო - 0 ლარი. დაიფარა კომუნალური გადასახადები და ამას მოხმარდა 150 მილიონი, ნაციონალური მოძრაობის დროს, 2008 წელს იყო - 0 ლარი. სასურსათო პროდუქტებზე ფასების დაზღვევა იყო 0 ლარი და აქ ჩვენ შემთხვევაში, მილიონები დაიხარჯა. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ პაკეტზე, რომელიც ცალკეა გაწერილი, სადაც ჯამში 2 მილიარდი იხარჯება. აქაც, სადაც ჩვენ გვაქვს 2 მლრდ. გადადებული, იმისთვის რომ ეკონომიკას მინიმალური ზიანი მიადგეს, ნაციონალური მოძრაობის დროს გამოყოფილი იყო ზუსტად 0 ლარი. ეს არის დამოკიდებულება, რომელიც თავის დროზე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში და ეს არის დამოკიდებულება დღეს. ეს არ არის მარტივი ციფრები! ეს არის დამოკიდებულების და სულისკვეთების მაჩვენებელი სტატისტიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული...
11 წუთის წინ
„საარჩევნო უბნებზე ყველა ნორმა დაცულია, შეგვიძლია, თამამად მივიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ“, - ამის შე...
18 წუთის წინ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-ს...
28 წუთის წინ
აზერბაიჯანის ხელისუფლება კატეგორიულად გმობს ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს კარიკატურებს...
32 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრი

ტიკარაძე: 6616 საწოლის მობილიზაციის რესურსი გ...

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 6616 საწოლის მობილიზაციის შესაძლებლობა არსებობს...
35 წუთის წინ
პრემიერმა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფრო...
როგორც ყველანი ერთად თვალყურს ვადევნებთ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რ...
იოსებ ხახალეიშვილმა დიდ სავაჭრო ობიექტებ...
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხა...
კახეთში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაც...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციული შე...