საზოგადოება

კონტრაფაქციასთან ბრძოლის მექანიზმები კორონავირუსის პანდემიის დროს - საქპატენტმა მრგვალ მაგიდას უმასპინძლა

დისტანციური კონსულტაცია
22:02 28.05
დაკოპირებულია

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA-ს მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ მრგვალ მაგიდას, დიალოგს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიეძღვნა კოონავირუსის პანდემიის პერიოდში კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ გამოწვევების, წარმოშობილ პრობლემების და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

შეხვედრა, რომელიც გახსნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მომუშავე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ნინო ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ “კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საქართველო კონტრაფაქციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს მომზადებული შეხვდა”. 

“ნოვარტისს”, “ფერინგს” და INTA-ს წევრ მსგავს მსხვილ კომპანიებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელმა პირებმა გააცნეს ის ეფექტური მექანიზმები, რომელიც გამოიყენება საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. კერძოდ, უცხოურმა კომპანიებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებისა დაბაზარზე მისი დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმების, ასევე, ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გამართული მუშაობის შესახებ.  აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება INTA-ს წევრებისთვის, ხელს შეუწყობს უცხოური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის ზრდას.

INTA-ს შეხვედრები ტრადიციული ხასიათისაა და ემსახურება სასაქონლო ნიშნების თემაზე აქტუალური ინფორმაციის გაზიარებას სფეროს პროფესიონალებს შორის. აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა საქპატენტისა და  INTA-ს თანამშრომლობის შედეგად. 

INTA წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც სასაქონლო ნიშნების და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, მომხმარებელთა დაცვისა და კეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის პრინციპების დანერგვის უზრუნველსაყოფად. 

INTA-ს წევრია 187 ქვეყნის 7200-ზე მეტი ორგანიზაცია და ის აერთიანებს  სასაქონლო ნიშნების სფეროში მომუშავე 31 000 პროფესიონალს. INTA-ში გაწევრიანებულია როგორც სასაქონლო ნიშნების მფლობელი კორპორაციები, ისე საშუალო და მცირე მეწარმეები, იურიდიული ფირმები და არასამთავრობო ორგანიზაციები. წევრებს შორის არიან სახელმწიფო უწყებები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

Search Results Web result with site links საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვ...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
14:43
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, სა...
14:38
„ჩემი შვილები მარიამმა იყიდა იაფად და ყიდის ძვირად, მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ თელა...
12:52
შემოსავლების სამსახურის შენობა ახლოდან კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა
კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებ...
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეო...
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტ...
10:31
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 5 პაციე...
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკ...
10:26
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხ...
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკუ...