მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის გამო თბილისში 42 ბაღია დახურული

კორონავირუსი და საბავშვო ბაღები

კორონავირუსის გამო თბილისში 42 ბაღია დახურული.

ბაღების დახურვის მიზეზი პერსონალისა და აღსაზრდელების კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გახდა.

როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე აცხადებს, ჯამში ვირუსი 42 პირს აქვს დადასტურებული, მათგან 8 ბავშვია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 პაციენტი კი გარდაიცვალა.