მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსზე ტესტირების პასუხი 3 დღემდე გაიზარდა

ერთი თვეა კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა საქართველოში

კორონავირუსზე PCR ტესტირების პასუხს მოქალაქეები 24 საათის ნაცვლად, 3 დღეში იღებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ტესტირების გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია.

„თუ წარსულში 24 საათში გვქონდა პასუხი, დიდი რაოდენობით ტესტირების გამო დაყოვნების პერიოდი დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას შესაძლოა დამატებითი დრო დასჭირდეს. საველე ტესტირების პასუხები ამ ეტაპისთვის სრულად ამოწურულია და ვფიქრობთ, ხვალ ან ზეგ დავუბრუნდებით ისევ 24 საათიანი ტესტირების პასუხს“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, სანამ კორონავირუსზე ტესტირების პასუხს მიიღებენ, თვითიზოლაციის წესები დაიცვან.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 გამოჯანმრთელდა, 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.