მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქორწინების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2020 წელი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ახალი ბრძანების საფუძველზე სპეციალური სარიტუალო მომსახურებით და ადგილზე მომსახურებით (შენობის გარეთ მომსახურება) ქორწინების რეგისტრაციისას საქორწინო სივრცეში დასაქორწინებელ პირებთან ერთად შესაძლებელია იმყოფებოდნენ მხოლოდ მათი მშობლები, მოწმეები და ერთი ფოტოოპერატორი.

სავალდებულოა საქორწინო სივრცეში მყოფ პირებს შორის სოციალური დისტანციის დაცვაა რეკომენდებული.

ეს წესი დროებითია და თბილისის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ - 2020 წლის 29 მაისიდან; ხოლო, თბილისში, უზნაძის ქ. №2-ში მდებარე ქორწინების სახლის მიმართ -31 მაისიდან ამოქმედდება.