მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზადაა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზად არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დაათვალიერა. პრემიერთან ერთად უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე აკადემიური კორპუსები, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა მოინახულეს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„მინდა დიდი სიხარულით მოგახსენოთ, რომ სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იწყება აქტიური აკადემიური ცხოვრება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისი თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი ამ რანგის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა.

წელს, უნივერსიტეტი სტუდენტებს სამი მიმართულებით მიიღებს - ესენია: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. ამ სპეციალობებს ყოველწლიურად დაემატება სხვა სპეციალობებიც. აკადემიური პროგრამები კი დაფუძნებულია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამებზე. ლექციებს, ქართველ პროფესორებთან ერთად, წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები, როგორც აუდიტორიებში, ასევე ონლაინ რეჟიმის გამოყენებით.

ცნობისთვის, 2020-2021 სასწავლო წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილით 1 000-ზე მეტი სტუდენტია დარეგისტრირებული.