მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარელში მოხალისეთა ჯგუფები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

ყვარლის მუნიციპელიტეტში

ყვარლის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები ყოველდღიურად მუშაობენ. ისინი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციითმ, ასევე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები.

როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტარდება ყველა ღონისძიება და მიმდინარეობს მაქსიმალური კონტროლი, რომ მოქალაქეები დაემორჩილონ ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 98 შემთხვევაა გამოვლენილი.