მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კვების ობიექტებს ღია სივრცეში სტუმრების მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ

რესტორნები

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მსუბუქდება გარკვეული სახის რეგულაციები.

„მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ სტუმრები შაბათ-კვირასაც მხოლოდ ღია სივრცეებში მიიღონ. ცხადია რეგულაციების სრული დაცვით. ჩვენ განვაგრძობთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვებას და ვითარების სტაბილიზაციის შემთხვევაში პირველი ივნისიდან ამ მიმართულებით შესაძლოა, შემდგომი შემსუბუქებაც იქნეს მიღებული“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისათვის, გადაადგილების შეზღუდვის, „კომენდანტის საათის“ მოქმედების ვადა შეიცვალა.

ახალი რეგულაციით, „კომენდანტის საათი“ ქვეყნის მასშტაბით 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

იხილეთ აგრეთვე:

✅„კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია