მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

დამოუკიდებლობის აღნიშვნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი მოკრძალებულად აღინიშნა.

აღნიშნულს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საუკუნის წინ დაედო საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი 14 პირი სწორედ ლანჩხუთიდანაა. მინდა მივულოცო თითოეულ ლანჩხუთელს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გამთლიანება, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ",- ნგანაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ტაბიძის თქმით, 26 მაისი სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაულია.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. 26 მაისი ისტორიული დღე გახლავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. გამარჯვებას, წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ტაბიძემ.