მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი 2020 წელს 200 მლნ დოლარს გაუტოლდა

სოფლის მურნ. მინისტრი

„საქართველო არის მეხილეობის ტრადიციული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი“,- ეს განცხადება გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, რაც ქვეყნისთვის გლობალური პოზიციების დაკავების შესაძლებლობას შექმნის.

„ჩვენი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი პოლიტიკა ამას ემსახურება. საქართველოს გააჩნია გლობალური პოზიციების დაკავების დიდი შანსი და რამდენიმე წელიწადში ამ პოზიციებს დავიკავებთ. ტენდენციები უკვე სახეზეა. მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის200 მლნ დოლარს გაუტოლდა; ამ მიმართულებით დადებითია სავაჭრო ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტირებული უფრო მეტია, ვიდრე იმპორტირებული. ეს დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გაგრძელდება“,- განაცხადა მინისტრმა.

დღეს საქსტატმა 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.