მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან ნიკოლეიშვილი ნაცოპოზიციას - აშშ-ის მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან, რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს.

ნიკოლეიშვილის განმარტებით, ოპოზიციის გეგმები ვერ შეცვლის ორი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს არ ყოფილა:

„ტყუილებითა და სიბინძურით გაჯერებული მავნებელი ნაცოპოზიცია სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს წაფორხილებას: ხან კორონავირუსს ევედრებოდა, რამენაირად მეტი მსხვერპლი ყოფილიყო, ხან ექიმებს ლანძღავდა, ხან შიმშილობას და ეკონომიკურ კოლაფსს აანონსებდა. და ახლა კი, არიქაა სანქციების დაწესებით ემუქრება არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ხალხსა და სრულიად საქართველოს. არ გაგივათ მავნებლებო, ჯერ ერთი, რომ წარმოდგენა არ გაქვთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და მეორეც, ამერიკის შეერთებული შტატების მაღალ ეშელონებში თქვენზე კარგად იციან იმის შესახებ, თუ რეალურად რა კეთდება ჩვენს ქვეყანაში. ვერც თქვენი ლობიზმში დახარჯული მილიონები და ვერც თქვენი ვერაგული გეგმები ვერანაირად ვერ შეცვლის ორი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკისა და საქართველოს მართლაც უმნიშვნელოვანეს ურთიერთობებს, რომელიც ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს არ ყოფილა!“, - აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.