მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაია ცქიტიშვილი შეზღუდვებზე: გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობიდან გამომდინარე

რეგიონული განვითარების და ინფრაქტრუქტურის მინისტრის განმარტება

"ყველა შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობიდან და საკარანტინო პირობებიდან გამომდინარე, მათ შორის - ადამიანების შეკრებასთან მიმართებაში, უნდა იყოს მკაცრად დაცული და თუ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაცია ამა თუ იმ დარღვევების თაობაზე, მოვუწოდებ, რომ შეატყობინონ 112-ს ან მიმართონ შესაბამის მარეგულირებელ თუ მაკონტროლებელ ორგანოებს, რათა გავამკაცროთ კონტროლი", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საგანგებო ვითარებისა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ბევრი ადამიანი დაჯარიმდა.

„სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არის დაჯარიმებული საგანგებო ვითარებისა და კომენდანტის საათის დარღვევის გამო. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრს არ აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და თანამოქალაქეების მიმართ. მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერ ლოკაციაზე, ეს იქნება ღია ბაზრები თუ სხვა დაწესებულება, დავიცვათ სოციალური დისტანცია და თუ ვინმე არღვევს წესებს, მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს. სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, შეზღუდვა, რომელიც ერთ სივრცეში მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნას გულისხმობს, ბუნებრივია, ვერ გავრცელდება ყველა ვითარებაზე. ამ მიმართულებით არსებობს გამონაკლისები, რომელიც დაშვებულია კრიტიკული აცილებლობიდან გამომდინარე და ყველა ეს საქმიანობა ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საქართველოში 21:00 საათიდან, 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.