მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამა ანდრიას განცხადებით, მაღალი იერარქების ქონებრივი დეკლარაცია გამჭვირვალე უნდა იყოს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია

"როცა საეკლესიო პირი არის უმაღლესი რანგის და თან მცირე თანხებზე არ არის საუბარი, კითხვის ნიშნები იკვეთება", - აღნიშნულის შესახებ მღვდელმონაზონმა მამა ანდრია სარიამ განაცხადა.

სასულიერო პირის თქმით, მაღალი რანგის სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაცია აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს.

"ვფიქრობ, რომ მცირე ჩამონათვალია მღვდელმთავრების ქონების, რაც მათ რეალურად აქვთ. ჩვენ როდესაც ვითხოვდით იგივე აუდიტს და არაერთ გზის გამიჟღერებია საეკლესიო ქონებასთან მიმართებაში, რომ გადასცემდნენ საპატრიარქოს და მერე აღმოჩნდებოდა, რომ კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული იყო. რადგან ეს კითხვები ჩნდება აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს ამ ქონების შეძენის ფაქტორიც, ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეკლესიის ქონება დაისაკუთრა და მიითვისა", - აღნიშნა მამა ანდრია სარიამ მედიაცენტრ "მთავარის" პრესკლუბში.

ცნობისთვის, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების "აი ფაქტის" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიწის ნაკვეთები აქვს. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პატრიარქის ძმიშვილია.