მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე ლაშა ტალახაძეს მორიგ გამარჯვებას ულოცავს

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლაშა ტალახაძეს მოსკოვში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ! ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია - ახალი რეკორდი და 3 ოქროს მედალი. #საქართველოიგებს“ - წერს მდინარაძე ფეისბუკგვერდზე და ლაშა ტალახაძის ფოტოს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, 11 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მორიგი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ატაცში 222 კილოგრამი ასწია ახალი რეკორდი დაამყარა და მორიგ ოქროს მედალსაც დაეუფლა.

მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.