მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს.

ცეცხლი თბილისის დროით 14:55 წუთზე გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან პირველად მაცხოვრის დაბადების ადგილას, ბეთლემში ჩააბრძანებენ, შემდეგ მთელ მსოფლიოში გაავრცელებენ.

საქართველოში წმინდა ცეცხლს, საღამოს 23:00 საათზე ჩამოიტანენ.

საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

იერუსალიმის აღდგომის სახელობის ტაძარი - ეს არის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც მოიცავს ქრისტეს ჯვარცმის ადგილს გოლგოთის მთაზე, როტუნდას-არქიტექტურულ სტრუქტურას უზარმაზარი გუმბათით, სამლოცველოს-რომელიც მდებარეობს იმ მღვიმის თავზე, სადაც იყო დასვენებული იესო ქრისტეს სხეული, საკათედრო ტაძარს იერუსალიმის პატრიარქისას, მიწისქვეშა ტაძარს, წმინდა ელენეს სახელობის ტაძარს და რამდენიმე პატარა სამლოცველოს. მაცხოვრის საფლავის ტაძრის ტერიტორიაზე არის რამდენიმე მოქმედი მონასტერი, რომელიც მოიცავს ბევრ დამხმარე ნაგებობებს, გალერეას.

მოციქულთა და წმინდა მამების ჩვენებების მიხედვით, პირველად წმინდა ცეცხლმა უფლის საფლავი გაანათა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომამდე. ამ სასწაულის მოწმე იყო მოციქული პეტრე. სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრიარქი ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს და სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, ზეციდან გადმოსულმა ცეცხლმა ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

შეგახსენებთ, იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრება მხოლოდ ვაქცინირებულ ადამიანებს შეძლოთ.