მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედიაკრიტიკის“ რეცენზიამ და საზოგადოების რეაქციამ „ტვ პირველის“ წამყვანის გაღიზიანება გამოიწვია

მედიაკრიტიკა ტვ პირველზე ლოგოები

„მედიაკრიტიკის“ პლატფორმამ, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნა, გამოაქვეყნა რეცენზია სახელწოდებით „ჟურნალისტიკის სწრაფი ტესტი ტვ პირველის ეთერში“. აღსანიშნავია, რომ რეცენზიას სოციალურ ქსელში, მედიაკრიტიკის გვერდზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა წამყვანებს, დიანა ტრაპაიძესა და ვახო სანაიას მწვავედ აკრიტიკებს.

ფეისბუკგვერდზე დისკუსიაში თავად დიანა ტრაპაიძეც ჩაერთო, რომელიც ზემოაღნიშნულ რეზენზიას მოიხსენიებს, როგორც უსახურ ნაჯღაბნს და წერს, რომ წარმოუდგენელია მსგავსი რეცენზია „მედიაკრიტიკის“ სახელით ვრცელდებოდეს. მის ამ კომენტარს ფეისბუკმომხმარებელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათ წამყვანს უწოდეს პარტიული მხარე, რომელსაც ადამიანების ჯანმრთელობა არ აინტერესებს და ურჩიეს, რომ გადაცემის დასრულების შემდგომ ხალხის კომენტარებს გაეცნოს, თუ ესეც უმნიშვნელო არ არის მისთვის.

რეცენზია ეძღვნება 28 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში რამდენიმესაათიანი ინტერვალით შემდგარ ორ სატელევიზიო ინტერვიუს, რომლებმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია - „დღის ამბებში“ 14 საათზე დიანა ტრაპაიძის რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გახლდათ, ხოლო საღამოს ეთერში ვახო სანაიას შეკითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პასუხობდა.

„მაყურებელს ორივე გადაცემა დაამახსოვრდა არა გამოცდილი ეპიდემიოლოგების რჩევებით ან ინსტრუქციებით, რაც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა მოქალაქისთვის, არამედ დაძაბულ ატმოსფეროში მიმდინარე კინკლაობით, რაც საბოლოო ჯამში იმით დასრულდა, რომ ჟურნალისტებმა, ბოლოს და ბოლოს, მოახერხეს შესაძლებლობების ზღვარზე მომუშავე მედიკოსების წყობიდან გამოყვანა“,- ნათქვამია რეცენზიაში.

mediacritic.ge

mediakritika-tv-pirvelze_o_h.jpegmediakritika-tv-pirvelze_o_h.jpeg