მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერიას იპოდრომთან მდებარე კორტები აუქციონზე გააქვს

კახა  კალაძე

თბილისის იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორია დედაქალაქის მერიას საპრივატიზაციოდ გამოაქვს, სპორტული კომპლექსის განვითარება-აღდგენის პირობით. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სავალდებულო პირობაა, ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების აღდგენა, ასევე საცურაო აუზის და ფიტნეს-კლუბის მოწყობა.

"ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება.

ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს-სექტორისთვის საპრივატიზაციოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, იქნება ატიურობა, ჩართულობა და ჩვენ, რაც დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, კორტებს დავაბრუნებთ იმ ძველი ფუნქციით, რაც მართლაც ძალიან მნიშვნლოვანი იყო. ბევრი ადამიანი გაიზარდა ამ კონკრეტულ კორტებზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.