მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე იაკობი: ვერაგია ეს ვირუსი, ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებული

ბოდბის მიტროპოლიტი

„განსაკუთრებით მინდა ჩვენს ექიმებს მადლობა გადავუხადო. ვიცი რა რთულია თქვენთვის ეს მსახურება. ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს,”- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა. 

მეუფე იაკობმა თქვა, რომ ვირუსთან ბრძოლის დროს ექიმების ღვაწლი და დამსახურება დიდია.

„თქვენს წინაშე ქედს ვიხრით ჩვენო ექიმებო, თქვენი სახით მთლიანად საქართველოს ექიმებს და მთელ მსოფლიოში, მიუხედავად მრწამსისა. თქვენ ის გზა დაისახეთ, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა მიხედოთ და ქრისტიანებმა არ დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა მივხედოთ ადამიანებს და ექიმებს ნუ შევატოვებთ ყველას და ყველაფერს. შიშით ნუ დავკარგავთ, სიფრთხილით უნდა დავიცვათ.

ვერაგია ეს ვირუსი და ალბათ აუცილებელი იყო კაცობრიობისთვის, უკვე ისე ვიყავით გადაგვარებულები. ძლიერი ქვეყნები არავითარ სოლიდარობას არავისთან გამოხატავენ. ზოგი პირველი და მეორე ხარისხის ქვეყნებია, მაგრამ ადამიანები ხარისხებად არ იყოფიან და არც ქვეყნები არ იყოფიან. ალბათ ყველას თანაბრად უნდა შეეძლოს იმ სიკეთის მიღება, რასაც მედიცინა გვაძლევს და საერთოდ მეცნიერება გვაძლევს. მთავარია არ დავეცეთ ბევრი ტკივილი გვექნება, სამწუხაროდ, ასე ცუდად თუ მოვიქეცით სიკვდილიანობაც გვექნება. მაგრამ თუ დროზე დავწყნარდით, როგორც თავიდან გვიფარავდა ღმერთი, ისევე დაგვიფარავს. როცა ერთმანეთს ვჭამ, ამ ტკივილს გვანახებს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა.