მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე საბა: ვირუსი არ ინდობს არც ღვთის მადიდებელს და არც მის მაგინებელს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი

"დღეს სასულიერო პირების მოწოდება უნდა იყოს, რომ დავემორჩილოთ სახელმწიფო რეგულაციებს",- ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე საბა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საუბრობს.

მან მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

"პირველ რიგში, სახელმწიფო ვალდებულია გაუფრთხილდეს თავის მოქალაქეებს და ვფიქრობ, რომ ეკლესიაც ვალდებულია, მათ შორის, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს მრევლს, მოქალაქეებს. თუნდაც იმ ადამიანებს, ვინც მრევლი არ არის, იმ ადამიანებს ვინც ურწმუნოა. დღეს არ ვასხვავებთ ადამიანებს იმის მიხედვით, თუ ვინ არის ღვთის მაგინებელი. ვირუსი არ ინდობს არც ღვთის მადიდებელს და არც ღვთის მაგინებელს", - აცხადებს მეუფე.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას დაქვემდებარებულ სამლოცველოებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდა.