მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა

 ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო სინანულისთვის ცაგერში მდებარე მონასტერში გაამწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ჭყონდიდის ეპარქიამ სოციალური ქსელით გაავრცელა. 

„როგორც ახლახან გვაცნობეს, მიტროპოლიტმა სტეფანემ გამოსცა შემდეგი შინაარსის ბრძანება:

ბრძანება #5

მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში.
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო რამდენიმე საათის წინ, მონასტერში არ შეუშვეს. მათთან ერთად ადგილზე რამდენიმე სასულიერო პირი და სამართალდამცველები იმყოფებიან.

სასულიერო პირები მონაზვნისა და მორჩილის დასაბინავებლად პოლიციელებისგან „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების ნებართვას ითხოვენ.