მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ ბოცვაძე: პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა უნდა შენარჩუნდეს

მიხეილ ბოცვაძე - პირველ რიგში, ქვეყანაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა უნდა შენერჩუნდეს

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე, ქვეყანაში არსებული ჰესების ეფექტურობის შენარჩუნებაზე და გაზრდაზე საუბრობს.

„ვფიქრობთ, უალტერნატივოდ სწორი მიდგომაა, რომ პირველ რიგში უნდა შენარჩუნდეს ქვეყანაში უკვე არსებული ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობა, გენერირებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი კი კვლავ მაქსიმალურ ნიშნულს უნდა უახლოვდებოდეს, რაიმე სახის დანაკარგი გამორიცხული უნდა იყოს,“- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

მისი თქმით, ათობით მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული გუმათის კასკადზე, ლაჯანურჰესზე და რიონის ფიდროელექტროსადგურზე.

განხორციელებულ ინვესტიციებზე და საქართველოს ენერგოსისტემაში „ენერგო-პროს“ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურში, სადაც იმყოფებოდნენ ჩეხეთის მაღალი რანგის სტუმრები.

„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის წარმომადგენლებმა და გენერალურმა დირექტორმა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხაელა მარკსოვას, ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას და ელჩის მოადგილეს იანა გაშპარიკოვას დაათვალიერებინეს ზაჰესის ჰიდროელექტროსადგური და ინფორმაცია გააცნეს „ენერგო-პროს“ საქართველოში მუშაობის შესახებ.