მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან გაათავისუფლეს

ლავასოღლისმხარადსაჭერად აქციები გრძელდება

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროდან 20 ივნისს გაათავისუფლეს. ლავასოღლლის ოჯახის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის თქმით, მას თურქულმა მხარემ ქვეყნის დასატოვებლად რამდენიმე დღე მისცა.

„მინდია ლავასოღლი თურქეთის ციხიდან გუშინ გათავისუფლდა. მას ქართულ მხარეს არ გადასცემენ, თუმცა, მესამე ქვეყანაში გადასვლის უფლება მისცეს“, - განუცხადა კობაიძემ Pia.ge-ს.

მინდია ლავასოღლის თურქეთის საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ბათუმში მისი ოჯახის წევრების და ახლობლების აქცია შეწყდა.

კრიმინალურ სამყაროში „ლავასოღლის“ სახელით ცნობილი პირის ნამდვილი სახელი და გვარი მინდია გორაძეა.

მინდია გორაძე სანამ კრიმინალურ სამყაროს დაუკავშირდებოდა, სპორტით, ჭიდაობით იყო დაკავებული. იგი პირველად 2006 წელს დააკავეს და სასჯელს ბათუმის ციხეში იხდიდა. ე. წ. „კანონიერ ქურდად“ მინდია გორაძეს 2013 წლიდან მიიჩნევენ.

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია ლავასოღლი თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, დაახლოებით, 2 წლის წინ დააკავეს. უცნობია, რატომ არ გადმოსცა თურქეთის მხარემ დაკავებული საქართველოს.