მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მობილური ინტერნეტის 3.2 მლნ აბონენტი იყენებს

კომუნიკაციების კომისია

საქართველოში 2019 წლის მონაცემებით სულ 5.4 მობილური აბონენტია რეგისტრირებული, მათგან 59.3% - 3.2 მლნ აბონენტი მობილურ ინტერნეტს იყენებს, მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა.

2019 წელს მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაციამ 156% შეადგინა.  მობილურ ბაზარზე მაღალი პენეტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს.

2019 წელს მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარება თვეში 3.4 გბ-ს შეადგენდა, 2013 წლის იგივე მონაცემი 20-ჯერ ნაკლები - 0.17 გბ იყო. მობილურ მომსახურებაზე დახარჯული თანხა კი თვეში საშუალოდ 8.6 ლარია.