მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მომავალ წელს ახალი ავტობუსები იმოძრავებს“ - კალაძე

რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, სადაც 2020 წლის მერიის საქმიანობას აჯამებს, განაცხადა, რომ მომავალი წლიდან დედაქალაქში განახლებული ავტობუსები იმოძრავებს. 

მერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლების პროგრამა გაგრძელდეს.

„მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები გვექნება განახლებული. მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები იმოძრავებს, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. თქვენ იცით, რომ პირველ ეტაპზე 300 ერთეული ავტობუსი შეძენილი იქნა. კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს მიკროავტობუსებს მომავალ წელს გამოისყიდის ამ 300 ერთეულ ავტობუსს. დამატებით შესაძლებლობა გვექნება იმისა, რომ კიდევ ახალი მიკროავტობუსები შევიძინოთ და ეს ჩანაცვლების პროგრამა გავაგრძელოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალაძემ.