მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა

კახი ავსაძე საავადმყოფოშია

მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახი კავსაძე, პოსტკოვიდური გართულებებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

მსახიობმა კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკიდან გაწერეს, თუმცა მოგვიანებით, ფილტვების ანთება ისევ განუვითარდა.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი.

1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა„), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო“), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“).

კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან; 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.

კახი კავსაძის მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები:

◼️2010 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

◼️2009 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია

◼️2001 - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზი "იპო"

◼️1989 - ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემია

◼️1981 - საქართველოს სახალხო არტისტი

◼️1976 - საქართველოს დამსახურებული არტისტი