მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მშვიდობის ხიდს ასუფთავებენ

მშვიდობის ხიდი

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე, გეგმური დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი სპეციალური ქიმიური ხსნარებითაც დამუშავდება.

გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც ავტობუსის გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.

დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად.