მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, იტალია - საშობაო შეზღუდვები ევროპაში

როგორ ხვდება შობას ევროპა

ევროპა ახალი წლისთვის ემზადება. მას არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყანა განსხვავებული რეჟიმით ხვდება.

როგორ ემზადებიან ევროპის ქვეყნები საშობაოდ? ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

◾ ◾ ◾

ნიდერლანდები: ხუთკვირიანი ჩაკეტვა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანა ახალ წელს მკაცრი შეზღუდვებით შეხვდება.

„ლოქდაუნი“ გამოცხადდება 15 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.

მაღაზიები, კინოთეატრები, სალონები და სპორტული დარბაზები სამშაბათს უკვე დაიხურა, ახლა ჯერი სკოლებზე მიდგა.

შეზღუდვები შობას, 3 დღის განმავლობაში შემსუბუქდება. ხალხს 2-ის ნაცვლად, 3 სტუმრის მიღება შეეძლებათ, გარდა 13 წლამდე ბავშვებისა.

◾ ◾ ◾

დიდი ბრიტანეთი: ნებადართულია დროებითი „საშობაო ბუშტები“

სპეციალური შეზღუდვების მოკლე „ფანჯარა“ შემოღებულ იქნა მთელ ბრიტანეთში, რათა ხალხმა შობა აღნიშნოს.

23-დან 27 დეკემბრამდე (ან ჩრდილოეთ ირლანდიაში 22-დან 28 დეკემბრამდე) მოგზაურობის შეზღუდვა არ შეიქმნება.

16 დეკემბრიდან დაიხურება ბარები, რესტორნები, გასართობი ცენტრები და ა.შ.

◾ ◾ ◾

იტალია: საშობაო ბაზრობები, კომენდანტის საათი და შემსუბუქებული შეზღუდვები

იტალიის ბევრი რეგიონი ნაწილობრივ ჩაკეტილია. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ უთხრა იტალიელებს, რომ უფრო ფხიზლად იყვნენ, საშობაო შეკრების, კოცნისა და ჩახუტების გარეშე.

რეგიონალური მოგზაურობის აკრძალვების გარდა, ხალხს არ ექნება უფლება დატოვონ თავიანთი ქალაქები შობის დღეს. გამონაკლისები იქნება სამუშაო, სამედიცინო მიზეზები ან გადაუდებელი შემთხვევები.

აგრეთვე, დაწესდება კომენდანტის საათი 22:00 საათიდან 05:00 საათამდე.

ცნობისთვის COVID 19 პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს გამოცხადდა.