საზოგადოება

ნიგერიაში გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური თავისუფალია

მეზღვაურები
15:26 22.05
დაკოპირებულია

30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა განაცხადა. 

„ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითიც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში,” - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 20-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებისა და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით. პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.  

უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური, რომელთა ქალაქ ლომედან წამოყვანისათვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.

პოლიციის მანქანა და ლენტი

კაცი, რომელმაც უმისამართოდ გაისროლა, პოლ...

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იყო ჩაკეტილი და რამდენი...
43 წუთის წინ
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგი...
16:12
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს კახი კავსაძეს 85 წლის იუბ...
16:10
კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვ...
15:55
სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებ...
15:54
ბათუმი ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექ...
European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალ...
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გ...
ეკა ბერიძე: კოვიდთან ბრძოლის საქართველოს...
რატომ არ გავრცელდა მასობრივად კოვიდი საქართველოში? - მოხდა სინერგია ხელისუფლების...
მობილური ინტერნეტის 3.2 მლნ აბონენტი იყე...
საქართველოში 2019 წლის მონაცემებით სულ 5.4 მობილური აბონენტია რეგისტრირებული, მა...