მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მეწყრული პროცესის გააქტიურებას გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან

მეწყრული პროცესი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზაზე

თბილისის მერიის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები შეისწავლიან. 

„მომდევნო კვირაში ჩამოგვყავს გერმანელი გეო-ინჟინრები. ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხალხი და მათი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

პირველი რიგის ამოცანაა, რომ მაჭავარიანის ქუჩა გაიხსნას რაც შეიძლება მალე, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნებული ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადაადგილება იქნება სრულიად უსაფრთხო“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე გეოლოგიური დასკვნები გაკეთებული იყო.

„ეს პროცესები ხდება მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილზე, ხოლო განვითარებული მეწყრული პროცესი ხდება მაჭავარიანის ქუჩის ქვედა ნაწილზე“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც მან განმარტა, საკითხის შესწავლაში უკვე ჩართული არიან ადგილობრივი ექსპერტები.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.