მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს, რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრება“ - ზურაბ ჯაფარიძე სასაფლაოსთან (ფოტო)

ზურაბ ჯაფარიძემ სასაფლაოზე შესვლა სცადა

პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საბურთალოს სასაფლაოსთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიციამ ბებია-ბაბუის საფლავზე შესვლის საშუალება არ მისცა, რათა ჯარიმა არ დაეწერათ.

„პირველ ბარიერში გავძვერი სკუტერით, მაგრამ მეორე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა
ეს ხდება საბურთალოს სასაფლაოზე. პოლიციელების ცოცხალი კედლებია ყველგან. ამჯერად ბებია-ბაბუის საფლავზე არ მიმიშვეს, არ მომცეს კანონის დარღვევის შესაძლებლობა, რომ ჯარიმა არ დაეწერათ.

ოდესმე მაინც მოვუყვები შვილიშვილებს რომ ასეთ საგიჟეთშიც მომიწია ცხოვრებამ, თუმცა ჯარიმის ქვითარი მაინც კარგი იქნებოდა საჩვენებლად. ეს ჰგონია ხალხს ნორმალური და მაინც მე ვარ ამ ქვეყანაში ტრადიციების, ადათების და ქართველობის ნომერ პირველი მტერი“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოებისკენ მისასვლელი გზები გადაკეტილია.

შეზღუდვა 2-დან 4 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.