მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთის დროშის დაწვის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი

გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ნიკა ბებუა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ნიკა ბებუას თქმით, ქართველებისა და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს.

ბებუა აცხადებს, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა.

გავრცელებულ ვიდეოში ნიკა ბებუა ამბობს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა შეგნებულად დაწვა და არავის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„არაფერი მაქვს საწინააღმდეგო აფხაზების მიმართ, ჩვენ ძმები ვართ და ადრინდელივით კარგად უნდა ვიყოთ. ბოდიშს ვუხდი ყველას ვინც განაწყენებულია“, - ამბობს ბებუა.

ამასთან, ქართველი ბლოგერის გიორგი ჯახაიას განცხადებით, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლოებას აიძულებს აფხაზეთის „გამარჯვების დღე“ აღნიშნოს.

„ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ ქართველ ბავშვებსაც კი აიძულებენ წაიკითხონ ლექსები, სადაც ქართველებს ფაშისტებს, ბანდიტებს და კრიმინალებს უწოდებენ“, - წერს ბლოგერი.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ნიკა ბებუა გალიდან სოხუმში გადაიყვანეს.