მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შს მინისტრს ცეცხლი გაუხსნეს

ცხინვალის გზა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს იგორ ნანიევის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „რეს“ იუწყება.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ გაუხსნა ცეცხლი ნანიევის ავტომობილს. შემთხვევის შედეგად ე.წ. შს მინისტრი არ დაშავებულა. ე.წ. ძალოვანი უწყება მომხდარის შესახებ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

ინციდენტი 17 აგვისტოს, 8 ივნისის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა.