მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე სააღდგომო ლიტურგიაზე: ვერ მოვიცლი ამისთვის, თორემ შეიძლება წავსულიყავი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ის სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას არ გეგმავს.

"მე დიდი ეკლესიურობით, სამწუხაროდ, არ გამოვირჩევი და რომ გითხრათ ბოლოს როდის ვიყავი ეკლესიაში ალბათ ნამდვილად დამავიწყდება. ამიტომ მე ძირითადად, ტელევიზიით ვადევნებ ხოლმე თვალყურს. მითუმეტეს ამ პირობებში მე ნამდვილად ვერ მოვიცლი ამისთვის, თორემ შეიძლება წელს წავსულიყავი",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საქართველოში 21:00 საათიდან, 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.