მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა ტალახაძეს გამარჯვებას ულოცავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავს.

„ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას! ატაცში 222 კილოგრამის აწევა მსოფლიოს ახალი რეკორდია!“, - წერს თალაკვაძე და ლაშა ტალახაძის ფოტოს აქვეყნებს.

ინფორმაციისთვის, ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. 11 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მან მორიგი რეკორდი დაამყარა.

ქართველმა ატაცში 222 კილოგრამი ასწია ახალი რეკორდი დაამყარა და მორიგ ოქროს მედალსაც დაეუფლა.

მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა.