მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტთან აქციაზე ხმაური იყო

აქცია პარლამენტის უკანთ ბილისში

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერების აქციაზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე ხის პადონების შეტანას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. 

მოქალაქეები ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების სოლიდარობის მიზნით არიან შეკრებილი და ამბობენ, რომ ხის პადონები მათ ღამის გასათევად სჭირდებათ. აქტივისტებმა პოლიციისგან მიიღეს პასუხი, რომ უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე მსგავსი მასალის შეტანა აკრძალულია.

მომიტინგეები ადგილზე რჩებიან და სამართალდამცველებისგან დამატებით განმარტებას ითხოვენ.

👉 ინფორმაციისთვის, ბათუმში, მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აქტიურად აპროტესტებენ.

👉 დღევანდელ აქციაზე საპროტესტო წარწერებით ბუშტების დაკიდვის მცდელობის გამო პოლიციამ 2 პირი დააკავა.