მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტთან პატიმრების მშობლები შიმშილობენ

პარლამენტთან შიმშილობენ

პარლამენტთან პატიმრების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, საკანონმდებლო ორგანომ „ამნისტიის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება მიიღოს და პატიმრებს ამნისტია შეეხოს.

PIA.GE საკანონმდებლო წინადადების ინიციატორს მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წარმომადგენელს ალექსანდრე კობაიძეს ესაუბრა.

მისი თქით, 12 სექტემბერს 18:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია დაიგეგმა, რომელიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ამ მოწვევის პარლამენტმა, სანამ მუშაობას დაასრულებენ, „ამნისტიის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადება მიიღოს.

დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ჩვენი აქტიურობით ვცდილობთ, რომ როგორმე გავააქტიუროთ ისინი და მიიღონ გადაწყვეტილება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლექსო კობაიძე.

პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებაში სასჯელების ფართო ჩამონათვალია, რომელზეც ამნისტიას ითხოვენ. მათ შორისაა:

  • განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში;
  • დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა;
  • თვითმკვლელობამდე მიყვანა;
  • სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება;
  • ძალადობა;
  • ოჯახში ძალადობა;
  • განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა;
  • ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება;
  • ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა;
  • სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში;
  • გარყვნილი ქმედება;
  • ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა;
  • რასობრივი დისკრიმინაცია;
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
  • ტრეფიკიგნი;
  • წამება;
  • უდანაშაულო ადამიანის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;
  • ქორწინების იძულება;
  • ადევნება;
  • სიტყვის თავისუფლების ხელყოფა;
  • ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა;
  • რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა;
  • პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა;
  • კენჭისყრის შენობაში, წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან
  • მუქარა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა, ამომრჩევლის მოსყიდვა, არჩევნების გაყალბება;
  • ბავშვის შეცვლა; ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
  • დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში