მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება 

სრულიად საქართველოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ილია მეორესთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

„დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔆პაატა იმნაძე: ახალი პრეპარატი ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება

🔆2 058 ინფიცირება, 529 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში