მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა

კომუნიკაციების კომისიის ლოგო

2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია. გასულ წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ - 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია.

„2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.