მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში ახალგაზრდა გოგოს მეორე დღეა ეძებენ

ფოთში ახალგაზრდა გოგოს ეძებენ

ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა გოგოს მეორე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.

საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხდება ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შეტყობინება 4 აგვისტოს ღამე შემოვიდა, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა მაშველთა ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.