მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კმ-ზე მეწყერი ჩამოწვა. წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ მოყოლილია რამდენიმე პირი. ინფორმაცია PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

"ჩამოწოლილია გზა. სავარაუდოდ არიან მოყოლილები. ადგილზე გაგზავნილია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, როგორც კახეთიდან ისე თბილისიდან",- აცხადებენ საგენგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში.

გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერში მოყოლილი პირები ადგილზე გზის გაწმენდით სამუშაოებზე დასაქმებული პირები არიან.