მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი მიკრორაიონის N14-21 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის პირველი მიკრორაიონი

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15-N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია უტარდება. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, ეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.  აღნიშნულ პროექტს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 241 110 ლარია გათვალისწინებული", - აცხადებენ მერიაში.

სამუშაოებს გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.