მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა სკოლები ყველგან გაიხსნება

კლასი სკოლაში

პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სკოლებში სწავლა აღდგება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საკლასო ოთახებში სწავლების პროცესი პირველი მარტიდან განახლდება.

მაია ცქიტიშვილის თქმით, 15 თებერვალს მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება და თუ 7-დღიანი მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4%-მდე შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყება.

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე ორ კვირაში ერთხელ მასწავლებლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

ინფორმაციისთვის, სკოლებში დისტანციური სწავლების მოდელი საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო გასული წლის აპრილიდან დაინერგა.