მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას არავინ აპირებს

საქართველოს მთავრობის მეთაური

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რადგან ლარსის გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა, გავრცელდა ჭორი, რომ ყაზბგეში შეზღუდვების დაწესება იგეგმება.

პრემიერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჭორია და მსგავსი არ იგეგმება.

„შსს-ში გვყავს ინფიცირებულები, რომლებიც მსახურობდნენ ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა ჭორებიც ვრცელდებოდა, რომ მთავრობა აპირებდა ყაზბეში შეზღუდვების დაწესებას. ყაზბეგში, ისევე როგორც ლარსის გამშვებ პუნქზე. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებას“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.