საზოგადოება

პსპ დაზღვევა მოსახლეობას სთავაზობს ახალი სტომატოლოგიის დაზღვევის ინოვაციურ პროდუქტს - პსპ დენტი

პსპ დაზღვევა
10:30 16.09
დაკოპირებულია

პსპ დაზღვევა სრულიად ახალი, სტომატოლოგიური დაზღვევის ინოვაციური და უნიკალური პროექტი „პსპ დენტი“ შესთავაზა მოსახლეობას. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი უალტერნატივოა და მას ანალოგი არ აქვს საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე.

პროდუქტის უნიკალურობას განაპირობებს 3 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი:

  • პსპ დენტი ფარავს კონკრეტულად სტომატოლოგიურ მომსახურებას სრულად, გამონაკლისის გარეშე
  • სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი მოაქალაქისთვის ასაკის შეუზღუდავად
  • პროდუქტი განკუთვნილია, როგორც დაზღვევის არ მქონე, ასევე დაზღვევის სხვადასხვა პროგრამით მოსარგებლე პირთათვის

„პსპ დაზღვევის პორტფელის დიდი წილი შედგება კორპორატიული დაზღვევის კომპონენტისგან. თუმცა, კომპანიის სტრატეგიაა განავითაროს საცალო პროდუქტები, რადგან შესაბამისი პროდუქტი ბაზარზე ძალიან მწირია, მოთხოვნა კი საკმაოდ დიდი. შესაბამისად, კომპანია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულების განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, პსპ დაზღვევამ შეიმუშავა ახალი, სრულიად ინოვაციური და უნიკალური პროდუქტი „პსპ დენტი“, რომელიც ითვალისწინებს სტომატოლოგიური მომსახურების დაზღვევას და რომლის ანალოგიც სადაზღვევო ბაზარზე არ გვაქვს. ვფიქრობთ, პსპ დენტი მალე მოიპოვებს საზოგადოების დაინტერესებასა და მოწონებას“,- აცხადებენ პსპ დაზღვევაში.

2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს განსხვავებულ სერვისებს და ახალ პროდუქტებს, იცავს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას.

მოსამართლის ჩაქუჩი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის...

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილებ...
პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პირო...
22:02 19.09
„ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ოპონენტების მიმართ პატივი...
21:52 19.09
„რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება არის შესაძლებელი მას შემდეგ, რაც მოხდება ჩვენი ტერიტორი...
21:43 19.09
„მე უფრო მომხრე ვარ ისეთი ტიპის საარჩევნო სისტემის, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის, სადაც პირდაპირი...
21:31 19.09
ქართველი ნიჩბოსან მორიგი ტრიუმფი უნგრეთში
უნგრეთში ნიჩბოსანთა შეჯიბრი „ოლიმპიური იმედები“ მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ქართვე...
21:21 19.09
კასპში კაცი მოკლეს
კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობ...
თანაინვესტირების ფონდი: ბიძინა ივანიშვილ...
„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბ...
არჩილ თალაკვაძე: 2012 წლის შემდეგ ხელისუ...
„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამ...