მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა შეზღუდვები იხსნება 5 მაისიდან

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარია 2020წელი

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა კონტროლს ექვემდებარება, შესაბამისად ხელისუფლებამ უკვე ქმედითი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით უნდა გდადგას.

პრემიერის თქმით, 5 მაისიდან პანდემიასთან ბრძილის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსენება, კონკრეტულად ჩაკეტილი 4 დიდი ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი) ორი - ქუთაისი და ბათუმი გაიხსნება და ქალაქში გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იქნება.

როგორც გახარიამ მთავრობს ორშაბათის სხდომაზე განცხადა, ხვალიდან ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ და ავტოსერვისი ავტომფლობელებისთვის ხელმისაწვდმი გახდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, 5 მაისიდან შეზრუდვების მოხსნა სამშენებლო სექტორსაც შეეხება და სამშენებლო კომპანიები და სამშენებლო მსალების მწარმოებელ ბიზნესი მუშაობის განახლებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი 22 მაისამდე ძალაში რჩება.