მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა თანმიმდევრობით მოიხსნება შეზღუდვები და როდის

შეზღუდვები 27 აპრილიდან მოუხსნება

საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობებზე შეზღუდვები 6 ეტაპად მოიხსნება. ეტაპებს შორის შუალედი საშუალოდ 2 კვირა იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა მოხდება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე.

I ეტაპი - 27 აპრილიდან

  • მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება
  • ტაქსების ოპერირება
  • ონლაინ ვაჭრობა სრულად (საბითუმო და საცალო)
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა

P.S. დაიშვება მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით

II ეტაპი - 11 მაისიდან

  • მშენებლობა
  • სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა
  • სამშენებლო მასალების წარმოება
  • ავტო-სამრეცხაოები და ავტო-სერვისები (სრულად)
  • კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი
  • სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება

III ეტაპი - 25 მაისიდან

  • საცალო და საბითუმო მაღაზიები (გარდა მოლებისა), რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან
  • ყველა ტიპის ღია ბაზრობა
  • ყველა ტიპის წარმოება
  • საგამომცემლო საქმიანობა

IV ეტაპი - 8 ივნისიდან

  • სავაჭრო მოლები
  • ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით)
  • ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება
  • სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები

V ეტაპი - 22 ივნისიდან

  • დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები
  • ყველა ტიპის რესტორნები / კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით)

VI ეტაპი - 6 ივლისიდან

  • გასართობი, სპორტულ - გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა
  • აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი
  • სასტუმროები
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში)

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, გაუქმებული შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდება ან მომდევნო ეტაპზე გადასვლა გადავადდება.