საზოგადოება

რა უნდა გააკეთოთ თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველებმა

დროშა და დედაქალაქი
12:05 05.06
დაკოპირებულია

კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, მათ უნდა მიმართონ ს.ს. საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ).

 ისინი უნდა დარეგისტრირდნენ პაციენტების მონიტორინგის სისტემაში მისამართზე: http://covid19st.ushas.com.tr

სისტემაში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ამ საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას მომხმარებლის ანგარიში.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე:http://www.ushas.com.tr.  USHAŞ-ი თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას იმ პაციენტებს, რომლებიც დაიშვებიან თურქეთში სამკურნალოდ.

ჩვეულებრივად, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა.

კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, ისინი გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე, დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს 2 პირისა.

უცხოელმა პაციენტებმა და თანმხლებმა პირებმა თურქეთში ჩამოსასვლელად შეუძლიათ ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულეს, ჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ ფასიანი კოვიდ 19-ის „პი სი არ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება.

Search Results Web result with site links საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სუს-ი: ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვ...
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის ქუჩაზე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ბექა ფილფანის ს...
15:26
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალ...
14:43
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა, სა...
14:38
„ჩემი შვილები მარიამმა იყიდა იაფად და ყიდის ძვირად, მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“, - ამის შესახებ თელა...
12:52
შემოსავლების სამსახურის შენობა ახლოდან კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდა
კომპენსაციის მიმღებ დაქირავებულ პირთა წრე გაფართოვდა. ცვლილება საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებ...
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეო...
მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტ...
10:31
საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 5 პაციე...
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5-მა პაციენტმა დაამარცხა. stopcov.ge-ს სტატისტიკ...
10:26
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხ...
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ს სტატისტიკუ...