მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაჭაში დარჩენილ ტურისტებს ვერტმფრენით გამოიყვანენ

საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

რაჭაში სტიქიის ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი იმყოფება. ის სამთავრობო გუნდთან ერთად მიყენებულ ზარალს გაეცნო და მოსახლეობას, პირველი ეტაპისთვის საჭირო დახმარება გაუწია.

როგორც სუბარმა აღნიშნა, ადიდებულია ყველა მცირე შენაკადი, რომელიც რიონს უერთდდება.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით სპეციალური ჯგუფი ჩამოვედით, პირველ რიგში, ვერტმფრენით დავათვალიერეთ სტიქიის ზონა. ადიდებულია ყველა მცირე შენაკადი, რომელიც რიონს უერთდდება, თუმცა ამ ეტაპისთვის რიონი კალაპოტშია. რაც შეეხება სოფლებს 11 ხიდია დაზიანებული და 12 სოფელი კი გარე-სამყაროსაა მოწყვეტილი, ხოლო ორიათასამდე ადამიანი, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჩვენი ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო, მე ამ ეტაპზე მაშველებთან ერთად ვიმყოფები. დიდი რაოდენობით ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც გზის აღდგენას იწყებენ. ტურისტები, რომლებიც სტიქიის ზონაში დარჩნენ, გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში, ჩვენს მიერ ვერტმფრენით მოხდება მათი გამოყვანა. რამდენიმე სახლია დაზიანებული, ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა, თუმცა საკმაოდ დიდია და აუცილებლად დავეხმარებით მაქსიმალურად ყველას. რაც მთავარია, მოსახლეობა ამ ეტაპზე უსაფრთხოდაა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ონში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენები წაიღო. უწერა, შოვი, ღები, გლოლა - ეს რაჭის ის სოფლებია, რომლებსაც სტიქიის გამო ელექროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.