მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაგბის კლუბი „ყაზბეგი“ ისტორიული მიზნისათვის ბრძოლას სრული სვლით აგრძელებს

რაგბის კლუბი ყაზბეგი ისტორიული მიზნისათვის ბრძოლას სრული სვლით აგრძელებს

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის პირველი ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და გამოვლინდა საუკეთესო ექვსი გუნდი, რომლებიც უმაღლესი ლიგის საგზურისათვის იბრძოლებენ. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფინალურ ეტაპს ლიდერის რანგში ხვდება რაგბის კლუბი "ყაზბეგი", მოხევეებმა 10-დან 10 გამარჯვებით უდანაკარგოდ განვლეს ჯგუფი და ექვსეულს 20 ქულით ჩაუდგნენ სათავეში.

ფინალური ეტაპი 6-7 მარტს დაიწყება, "ყაზბეგი" პირველ შეხვედრას თელავში ადგილობრივ "ჭადართან" გამართავს. შემდეგ კი უშუალო კონკურენტებს, თბილისურ კლუბებს - "არმიასა" და "ხვამლს" შეერკინება.